ახალბედა მშობლებისთვის სასწავლო კურსი „ფერენთჰუდი“ ამოქმედდა – რას სთავაზობენ მომხმარებელს?

“ფერენთჰუდი” – ასე ჰქვია სასწავლო კურსს, რომელიც ბაზარზე 5 თვის წინ გამოჩნდა და დაინტერესებულ მშობლებს, როგორც ბავშვის აღზრდა-განვითარების მიმართულებით, ასევე პრე- და პოსტსამშობიარო პროცესებისა, თუ ოჯახში ბავშვის სწორი ინტეგრაციის შესახებ ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს. “ფერენთჰუდის” საქმიანობის შესახებ დეტალურად მისმა დამფუძნებელმა, ანანო ვარძიელმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.
„ფერენთჰუდის კურსები განკუთვნილია ორივე მშობლისთვის, როგორც დედისთვის, ასევე მამისთვის, რადგან ბავშვის აღზრდის პროცესში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იყოს ჩართული. თუმცა ქართულ რეალობაში, კაცების მხრიდან მსგავს კურსებზე ჩართულობა მინიმალურია და სამწუხაროდ, ძირითადად ქალბატონებს უწევთ მოსვლა”, – განაცხადა ანანო ვარძიელმა.
კურსის ხანგრძლივობა ერთი თვეა და 12 ტრენინგს მოიცავს, რომლის საფასურიც ორივე მშობლისთვის ერთად 500 ლარს შეადგენს.
“ფერენთჰუდის“ კურსები უკვე ჯამში 60-მა ადამიანმა გაიარა. ანანო ვარძეულის თქმით, გასული ხუთი თვის მანძილზე ყველაზე დიდი მოთხოვნა პოსტსამშობიარო დეპრესიის მართვისა და პედიატრიის კურსების მიმართულებით დაფიქსირდა.