აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ადგილობრივებს: ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უბედური შემთხვევა სადაც მოხდა, სამშენებლო ტერიტორია არ არის.

მისი თქმით, ბინების მშენებლობა ჯერჯერობით არ არის დაწყებული, ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია.

ჯაბა ფუტკარაძის გამოჩენას, მოქალაქეების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების ზომების დაცვის უგულებელყოფაზე საუბრობდნენ.

„ოცნების ქალაქის“ დასახლებაში პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, ბარაკების დემონტაჟი მოხდა. სხვადასხვა პირები აქ აჟიტირების შემოტანას ცდილობენ. გთხოვთ დამშვიდდით, ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, უშუალოდ “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ბარაკების დემონტაჟი მოხდა და ისინი ბინებში არიან გადაყვანილი.

ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება იქნება შესაბამის ზომები. დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ. ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა. მოსახლეობა აღელვებულია”,- აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ მედიასთან საუბრისას.

“ორი ბავშვი დაიღუპა უსაფრთხოება სად არის დაცული?” – მიმართეს შეკრებილებმა მოქალაქეებმა ფუტკარაძეს.