აჭარის უმაღლეს საბჭოში 13 ივნისის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს მოუსმენენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომა 13 ივნისს გაიმართება. „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე წარმოადგენს. 14 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე კი, ყოველწლიური ანგარიშით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე წარსდგება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მორიგ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა. აღნიშნული საკითხი და „მინისტრის საათის“ განრიგში შესატანი ცვლილება ბიუროს წევრებს დავით გაბაიძემ გააცნო.
„სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის – მარინე გვიანიძის მიერ წარდგენილი დადგენილების პროექტი – ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ და 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება. რაც შეეხება 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშს, ბიუროს წევრებმა, ის ცნობად მიიღეს.
კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის შუამდგომლობას – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტისთვის განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე. საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ – ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტები იწყებენ ერთობლივ თემატურ მოკვლევას – ,,ადრეული ქორწინება და მისი უკუშედეგები“. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის – ილია ვერძაძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ბიუროს წევრებმა ცნობად მიიღეს.
კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უმაღლესი საბჭოს 2024 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატანი ცვლილების პროექტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა – ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან