აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე უძღვებოდა, 2024 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი 14 ხმით დაამტკიცეს. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა – ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათი ცნობით, იცვლება საბიუჯეტო ორგანიზაციების ასიგნებების მოცულობა, ასევე საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები და შემოსულობები.
„წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი (ნაშთის გამოყენების გარეშე) იზრდება 59 650,0 ათასი ლარით და შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 708 750,0 ათასი ლარით. იზრდება როგორც საბიუჯეტო შემოსავლები, ასევე საშემოსავლო გადასახადების ფაქტობრივი და მოსალოდნელი შესრულების მაჩვენებლები. 40 000 ათასი ლარით იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები. ამდენივეა ზრდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. რაც შეეხება გადასახდელების საპროგნოზო მოცულობას, აქ ზრდა 62 892,4 ათასი ლარია. მომხსენებლის განცხადებით, რეგიონში შეუფერხებლად გრძელდება ყველა მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი, გაზრდილი ბიუჯეტი უწყებების ნაწილს ახალი ქვეპროგრამების განხორციელების საშუალებას აძლევს.
კანონის პროექტზე თანამოხსენება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა, მარინე გვიანიძემ. მისი განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯანდაცვისა და სოციალური, განათლებისა და სპორტის მიმართულებით არსებული პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების, რეგიონისათვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
კითხვა-პასუხისა და შეფასებების დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა, 2024 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცეს.
სხდომაზე გამარტივებული წესით განიხილეს და 14 ხმით,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მიიღეს. კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ – დავით გაბაიძემ წარმოადგინა. ინიციატივა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაყვანისთვის შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასა და აღნიშნული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“ ჰარმონიზაციას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ