აჭარის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას 7 აპრილს უყრის კენჭს

აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარულ სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას 7 აპრილს 11:00 საათზე უყრიან კენჭს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის წევრებმა სულხან თამაზაშვილს და მის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატებს უკვე მოუსმინეს.
როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, სულხან თამაზაშვილმა აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დატოვა.
ასევე, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმა და ხედვებიც უკვე გააცნო.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ 4 აპრილს დატოვა, მან გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალურ ქსელით შეატყობინა.
როგორც ცნობილია აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ოპოზიციის წევრები არ ესწრებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებაში არალეგიტიმური მთავრობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

Politico – მოსკოვმა აშშ-ს შესთავაზა, რომ კრემლი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვაშინგტონი, უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას შეწყვეტდა, თუმცა აშშ-მა ამ წინადადებაზე უარი თქვა