აჭარის უმაღლესი საბჭოს პარალელურად აქციის მონაწილეები შენობასთან შეიკრიბნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის პარალელურად აქციის მონაწილეები შენობასთან შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანო არალეგიტიმურია, რადგან მათივე თქმით, ს მთავარი პრინციპი დარღვეულია – ფარულობა და საყოველთაობა.
“უკანონოდ იმყოფებიან ქართული ოცნების დეპუტატები. იცით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ქართული ოცნების მიერ მოხდა უპრეცედენტო ქურდობა ქართული ხმების და დღეს, ამ ქურდობის საფუძველზე, ფიქრობენ, რომ დააკანონებენ იმ უმაღლეს საბჭოს ლეგიტიმაციას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია”,- თქვა ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა, ვანო თებიძემ ფორმულასთან.
გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელმა, გოჩა გუგუნავამ განაცხადა, რომ არალეგიტიმურ უმაღლეს საბჭოს ლეგიტიმაციას არ მისცემს
“ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არალეგიტიმურ უმაღლეს საბჭოს ლეგიტიმაციას არ მივცემთ. ამ მასკარადში არ ვმონაწილეობთ.
რაც შეეხება ჩვენს განცხადებებს სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთქვით, რომ აუცილებლად ჩავხსნით, როცა ამის დრო მოვა”, – თქვა გუგუნავამ.
ქართულმა ოცნებამ საკანონმდებლო ორგანოში 13 ხმა მიიღო, ოპოზიციამ კი 8.