აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ენმ-დან და “ახალიდან” “ოცნებასთან” თანამშრომლობას წყვეტენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობიდან” და პარტია “ახალიდან” პროტესტის ნიშნად წყვეტენ თანამშრომლობას “ქართულ ოცნებასთან”. დეპუტატების განცხადებით, შეუძლებელია “რუსულ რეჟიმს” ესაუბრო რაიმე საკითხზე გარდა ერთისა – დატოვონ ხელისუფლება.
“საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რომ გავდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, წინ აღუდგა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და რუსული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება ჩვენ მოქალაქეებს, გუშინ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დაარღვია მისი 78-ე მუხლი და მიიღო რუსული კანონი, სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ამ რუსულ ხელისუფლებასთან, რუსულ რეჟიმთან”, – თქვა დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა.
გადაწყვეტილებას პარტია “ახალიდან” უერთდება .