“აჭარის ტერიტორიაზე, სამ წერტილში, დაფიქსირდა საეჭვო დაზიანება, გადაცემულია სამართალდამცავი ორგანოებისთვის” – “მაგთიკომი” განცხადებას ავრცელებს

“27 იან­ვარს და­ზი­ა­ნე­ბა და­ფიქ­სირ­და თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე”, – ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნია “მაგ­თი­კო­მი” გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და გან­მარ­ტავს თუ რამ გა­მო­იწ­ვია ინ­ტერ­ნე­ტქ­სე­ლის შე­ფერ­ხე­ბით მუ­შა­ო­ბა.
“27 იან­ვარს მაგ­თი­კო­მის მო­ბი­ლუ­რი და ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის სერ­ვი­სებ­ზე და­ფიქ­სირ­და შე­ფერ­ხე­ბა.გაც­ნო­ბებთ, რომ მაგ­თი­კო­მის ინ­ტერ­ნეტ შე­ერ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ზღვე­უ­ლი არ­ხე­ბით შე­მო­დის ევ­რო­პი­დან.
27 იან­ვარს და­ზი­ა­ნე­ბა და­ფიქ­სირ­და თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც დიდ­თოვ­ლო­ბი­სა და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო ვერ ხერ­ხდე­ბა პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის წერ­ტი­ლამ­დე მის­ვლა.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­რე­ზერ­ვო მა­გის­ტრა­ლუ­რი არ­ხის და­ზი­ა­ნე­ბას, 27 იან­ვრის 21:21-ზე სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს, აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ფიქ­სირ­და სამ წერ­ტილ­ში სა­ეჭ­ვო და­ზი­ა­ნე­ბა (გა­და­ცე­მუ­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ზე).
მაგ­თი­კო­მის ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად და 28 იან­ვრის 01:54-ზე სრუ­ლად აღ­მო­ი­ფხვრა სა­მი­ვე და­ზი­ა­ნე­ბა.ბო­დიშს გიხ­დით შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის­თვის”, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.