აჭარის ტელევიზიის დირექტორი გადადგა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გადადგა. ამის შესახებ გაირკვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომიდან, რომელზეც საბჭოს თავმჯდომარე მ წევრებს გააცნო ვლადიმერ ტატიშვილის წერილი.
ვლადიმერ ტატიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად სამწლიანი ვადით 2022 წლის 11 ნოემბერს აირჩიეს, მუშაობა კი 20 ნოემბერს დაიწყო. მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება უფლებამოსილების ამოწურვამდე სამი თვით ადრე მიიღო.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას ვლადიმერ ტატიშვილის პირველი მოადგილე ეკატერინე შანიძე შეასრულებს.
მომავალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი წინმსწრებად, 13 აგვისტოს, გამოცხადდა – „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, თუკი დირექტორს უფლებამოსილების ვადა ეწურება, კონკურსი ცხადდება „ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს