საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, ვლადიმერ ტატიშვილმა პოსტი დატოვა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოზე გახდა ცნობილი.
მისი განცხადება ვასილ მაღლაფერიძემ წაიკითხა, რომელმაც თქვა, რომ დირექტორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, ეკატერინე შაინიძე შეასრულებს.
ტატიშვილს უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ნოემბერი ეწურებოდა.
