აჭარის რეგიონში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

აჭარის რეგიონში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. თოვის გამო, როგორც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბლობში სატრანსპორტო გადაადგილების პრობლემები შეიქმნა.
როგორც ს მერიაში აცხადებენ, გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ერთი დღით შეჩერდა.
„რეგიონში არსებული გართულებული მეტეოროლოგიური პირობების, მოსალოდნელი უამინდობისა და ქარის გათვალისწინებით, ქალაქ ს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 24 თებერვალს სააღმზრდელო პროცესის ერთი დღით შეჩერების თაობაზე. სააღმზრდელო პროცესი განახლდება 25 თებერვალს“, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.
ასევე, ხულოს მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ქარბუქის გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება
„რთული მეტეოროლოგიური პირობების – დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ქარბუქის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, 24 და 25 თებერვალს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იქნება. სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება“, -აცხადებენ ხულოს მერიაში.
ამასთან, აჭარის მუნიციპალიტეტებში, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს.