აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ლატვიელი და თურქი ჟურნალისტები ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით მედიატურის მონაწილეები რეგიონში მოგზაურობენ და აჭარის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ს ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ, ჟურნალისტები მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს.
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან უცხოელი ჟურნალისტების მოწვევას წლის ბოლომდე გააგრძელებს. მაისის განმავლობაში რეგიონში 10-ამდე მედიატურია დაგეგმილი ლიეტუვადან, ფინეთიდან, ყაზახეთიდან, ინდოეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. შედეგად, აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალები სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე გამოქვეყნდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს