აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, დღეს აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი დგებუაძის თქმით, დღეს ბათუმში აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს.
დგებუაძის თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
“ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 166, 173 მუხლებით. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 173-ე მუხლით”- თქვა დგებუაძემ ტვ პირველთან.
დღეს ბათუმში პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დააკავა.
დაკავებულებს შორის არიან კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები ელენე ხოშტარია, , შუშანა მაცაბერიძე, ძლიერი საქართველოს წევრი ლუკა ნაცვლშვილი და ბათუმელების თანამშრომელი, ოპერატორი გურამ მურვანიძე.