აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

უკრაინის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული მ.ა. და ბელარუსის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული კ.ჰ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული მ.ა. და ბელარუსის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული კ.ჰ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები.
სამართალდამცველებმა მათი მხილების მიზნით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ხელჩანთის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც მ.ა. და კ.ჰ. ბრალდებულების სახით თბილისში დააკავეს. პოლიციის მიერ ხელჩანთიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ჩაფხუტში დამალული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”, რომლის შეძენასაც ბრალდებულები აპირებდნენ. ასევე, ამავე ხელჩანთაში ნარკოტიკთან ერთად აღმოჩენილია ჯიპიეს მოწყობილობა.
წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს”, – წერია შს სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – უნდა შევთანხმდეთ, თუ რას ვეძახით არჩევნებს – იმედი მაქვს, საბოლოოდ, ყველა რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველა ვიტყვით, რომ ცირკი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დადგამს, არჩევნები არ არის!