აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეები 58-ე დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან.
მათი განცხადებით, მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება, ასევე, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნაა.
„58 დღეა სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ, ამ ბრძოლას მნიშვნელოვანი მოთხოვნა დაემატა, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს.
დაიჭირეს მოქალაქეები, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ადამიანები, რომლებიც საპატიმროებიდან გამოვიდნენ, არა შეშინებულები არამედ, უფრო მეტი მუხტით და ბრძოლის ჟინით არიან ჩვენთან ერთად“, – აცხადებენ შეკრებილები.
საპროტესტო აქციას ჟურნალისტები მარშით შეუერთდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს