აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ხელისუფლება ს დაკვეთას ასრულებს, რაც ქვეყანას დასავლეთთან აშორებს.
არაკანონიერი ხელისუფლებაა. თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. „ოცნებისგან“ ახალი არაფერია, ისინი რუსულ გზაზე არიან ძალიან დიდი ხანია. კობახიძის სამარცხვინო განცხადების პარალელურად, რუსებიც იმავეს იმეორებენ. ოკუპანტების დავალებას ასრულებს რუსული ოცნება“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეთა საპროტესტო აქცია 254-ე დღეა მიმდინარეობს. მათი მთავარი მოთხოვნაა, ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და საპარლამენტო ს ხელახლა დანიშვნა.
აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ სამართალდამცავებიც იმყოფებიან.