აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
შეკრებილების განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხვალ ბათუმში ევროპის მოედანზე გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მათ მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება.
“მოვითხოვთ, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას”, – აღნიშნეს შეკრებილებმა.