“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, – ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეების თქმით, „რეჟიმის სასამართლო, პროტესტში მონაწილე პირებს ფულად ჯარიმებს“ აკისრებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, „უკანონოდ დაჯარიმებული არიან სტუდენტები“, რომლებსაც ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.
შეკრებილები საზოგადოებას თანხის შეგროვების თხოვნით მიმართავენ, რათა პროტესტის მონაწილეებმა ჯარიმების გადახდა უზრუნველყონ.
საპროტესტო აქცია 119-ე დღეა მიმდინარეობს, მთავარი მოთხოვნით, დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
