აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების თქმით, ყოველდღიურად საპროტესტო აქციის მონაწილეებს, 5000 – ლარიან ჯარიმებს უწერენ, რითაც მათ დაშინებას ცდილობენ.
მოქალაქეების განცხადებით, თუ ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლა გაგრძელდება, ქუჩაში უფრო მეტი ადამიანი გამოვა.
აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს.
