აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
მათივე განცხადებით, საპატიმროში უდანაშაულო ადამიანები იმყოფებიან.
“სამშობლოს ბედი დევს სასწორზე. აუცილებლად გავიმარჯვებთ, საქართველო აქამდე ბრძოლით მოვიდა. ჩვენი იდენტობა რომ არ წაგვეშალა, ვიბრძოლეთ! არ უნდა შეშინდეთ, იბრძოლეთ, მეგობრებო! ხედავთ მოსამართლეები და სხვა გამყიდველები მშვიდად ვერ შედიან რესტორნებში. ყველგან დისკომფორტს შევუქმნით ქვეყნის გამყიდველებს”,- აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში