აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია, საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ტროტუარზე ცდილობენ, თუმცა სამართალდამცავები უფლებას არ აძლევენ.
აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ კარვის გაშლა მხოლოდ სკვერში შეუძლიათ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვის დაშლას არ გეგმავენ და სამართალდამცავებსა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.
საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან 63- ე დღეა მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.