აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა – პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა. სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, იგი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქე სათამაშო იარაღს იყენებდა, რომელიც სამართალდამცავებს ესროლა.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს ს ქუჩებში მსვლელობა გამართეს, შეძახილებით “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.