აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა, პროტესტი 2 დეკემბერს გაგრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც სპეციალურად მონიტორია განთავსებული და თბილისში მიმდინარე მოვლენებს მიადევნებენ თვალს.
მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ თბილისში თანამოაზრეებს.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ 2 დეკემბერს, 12:00 საათზე, ს უნივერსიტეტთან აქცია გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსა ბურჯანაძე: ნიურნბერგის პროცესზე დასაჯეს ჰანს ფრიჩშე ადამიანი, რომელიც გებელსის პროპრაგანდისტული რადიოს დიქტორი იყო, ახმოვანებდა უბრალოდ გებელსის და ჰიტლერის დაწერილ მოსაზრებებს