აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტოს აქცია მიმდინარეობს. როგორც შეკრებილები აცხადებენ, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება ხალხის ნებას არ გაითვალისწინებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არა ევროპის არამედ რუსეთისკენ არ მიმართული.
აქციის მონაწილეების თქმით, ქუჩიდან მშვიდობიან ბრძოლა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
“ყოველ დღე მოვდივარ და მოქალაქეობრივ პოზიციას ვაფიქსირებ, ჩვენი ქვეყნის გადარჩენა ზუსტად თითოეულ ჩვენგანის შეგვიძლია, ყველა უნდა გამოვიდეთ და ამ ხელისუფლებას ვუთხრათ: „არა“. რუსული რეჟიმი აუცილებლად წავა და გაიმარჯვებს ქართველი ხალხი”, – აცხადებენ შეკრებილები.