ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, ეტაპობრივად გაიმართება. საქმეს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რის შედეგადაც 8 პირი დააკავეს, ორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.
