აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტი გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები 69-ე დღეა სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ახალი ს დანიშვნას ითხოვენ.
ამასთან, შეკრებილები აცხადებენ, რომ “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის”, დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია.
აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებს, უამინდობის მიუხედავად კარვები აქვთ გაშლილი.
“თუ არ ვიქნებით აქტიურები, გააგრძელებს დიქტატურას. ადამიანებს სისხლის სამართლის მუხლებით ასამართლებენ, ასე ხდება მხოლოდ რუსეთში, ჩვენ აქ ვინც ვდგავართ და მოსახლეობის დიდ ნაწილს, სურს ევროპა და ცივილური სამყარო”, – აცხადებენ შეკრებილები.