აჭარის მთავრობის სახლთან ლოზუნგით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები”, “შეწყდეს რეპრესიები” აქცია მიმდინარეობს

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “დაინიშნოს საპარლამენტო ”, “შეწყდეს რეპრესიები”,- ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ 110 დღეა პროტესტი გრძელდება და „ქვეყანას არ დათმობენ“.
“უამინდობის მიუხედავად აქ ვართ, ჩვენ ვერ დავთმობთ ქვეყანას, რომლის ევროპული მომავლისთვის, ჩვენი წინაპრები თავს სწირავდნენ. ხელისუფლებას ეგონა, რომ პროტესტი შეწყდებოდა, მაგრამ მასშტაბური სახე მიიღო. ვხედავთ ქვეყანას გარუსება ელოდება, რასაც არ დავუშვებთ”, – ამბობენ აქციაზე შეკრებილები.