აჭარის მთავრობის სახლთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა.
სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს. არსებული ცნობებით, დაკავებულებს შორის არიან ელიზბარ ჩხიკვაძე, ლუკა ნაცვლიშვილი, შუშანა მაცაბერიძე.
ადგილზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა.
ადგილზე თავდაპირველად დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯინ შაჰინი – გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა – აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება