აჭარის მთავრობის სახლთან აქცია ლოზუნგით – „არა რუსულ რეჟიმს“ მიმდინარეობს

„არა რუსულ რეჟიმს“, – ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციის მონაწილეებმა, თბილისში აქციის დროს დაშავებული მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს.
“პროტესტი იქნება უწყვეტი, ჩვენი მოთხოვნაც უცვლელია, საპარლამენტო და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. ჩვენ აქ მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს და გავაგრძელებთ, შედეგის მიღწევამდე”, – აღნიშნეს მათ
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით