აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, მის სანქცირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პარტნიორები დროებით შეცდომაში შეიყვანეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სანქცირება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
„ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მე განსხვავებული პოზიცია მაქვს, ვთვლი, რომ ჩემი დასანქცირების ნაწილი იმ ადამიანებისთვის უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, თუნდაც მორალურად პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, დროებით, ვიმეორებ დროებით, შეცდომაში შეიყვანეს. ამას გაუგებრობას დავარქმევ, იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება.
მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ტურისტული სეზონის ფარგლებში დავასრულოთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ღირსეულად დავხვდეთ დამსვენებლებს“, – აცხადებს სულხან თამაზაშვილი.
