აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა თურქეთის გენერალურ კონსულთან ბათუმში, ადნან ალთაი ალთინორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა თურქეთის გენერალურ კონსულთან ბათუმში, ადნან ალთაი ალთინორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა თურქეთის გენერალურ კონსულთან ბათუმში, ადნან ალთაი ალთინორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს ურყევი მხარდამჭერია ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, რისთვისაც მთავრობის თავმჯდომარემ კონსულს მადლობა გადაუხადა.
ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება მნიშვნელოვანია რეგიონის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის