აჭარის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება

აჭარის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას აგრძელებენ.
მათი თქმით, ერთი თვეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან, რათა ქვეყანაში დიქტატურა არ დაუშვან.
შეკრებილები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს ხელისუფლება მიტაცებული აქვთ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს, გამსახურდიას ქუჩა, მთავრობის სახლის წინ გადაკეტილი აქვთ.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა დღეს ს სანაპიროზე ერთობის ჯაჭვიც მოაწყვეს.