აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 226 ოჯახს 2 მილიონ 517 655 ლარით დაეხმარება

საკითხთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე იმსჯელეს.
ხანძრის შედეგად დაზარალებული 10 და სტიქიის შედეგად დაზარალებული 216 ოჯახის დასახმარებლად, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 2 მილიონ 517 655 ლარი გამოიყოფა. კომისიის რეკომენდაცია ხელმოსაწერად უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.
ფინანსურ დახმარებას რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ:
– ქალაქ ს მუნიციპალიტეტი – ხანძრის შედეგად დაზარალებული 2 ოჯახი, 40 000 ლარი.
– ქობულეთის მუნიციპალიტეტი – ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 76 ოჯახი, 541 021 ლარი.
– ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 74 ოჯახი, მილიონ 76 204 ლარი.
– ქედის მუნიციპალიტეტი – სტიქიის შედეგად დაზარალებული 47 ოჯახი, 528 139 ლარი.
– შუახევის მუნიციპალიტეტი – ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 22 ოჯახი, 283 628 ლარი.
– ხულოს მუნიციპალიტეტი – სტიქიის შედეგად დაზარალებული 5 ოჯახი, 48 663 ლარი ლარი.
2024 წელს, ამავე კატეგორიის ოჯახებს, საცხოვრებლი სახლების აღდგენა/რეაბილიტაციისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება 4 მილიონ 475 768 ლარის ოდენობით გაეწიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც TBC ბანკი თანამშრომლობს ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, როგორიცაა ნანა დიხამინჯია, ეს ცალსახად უნდა განვიხილოთ როგორც დაფინანსება და ხელშეწყობა იმ პირების, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში