აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია გამოქვეყნდა – სიის პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სია გამოქვეყნდა. სიის პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა.
„როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტარდება უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში ჩვენი მოსახლეობა ბრძნულ არჩევანს გააკეთებს და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მშვიდობის, სტაბილურობის და ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ. მინდა წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შემადგენლობა უმაღლეს საბჭოში. მადლობა მინდა გადაუხადო „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ჩემი პირველ ნომრად დასახელებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდთან, მთავრობის სრულ შემადგენლობასთან ერთად ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ“,-განაცხადა რიჟვაძემ.
სიიის შემადგენლობაში არიან:
1. თორნიკე რიჟვაძე
2. დავით გაბაიძე
3. გოგი ფუტკარაძე
4. ტიტე აროშიძე
5. თინათინ ზოიძე
6. რამაზ ჯინჭარაძე
7. ცოტნე ანანიძე
8. მინდია დიასამიძე
9. ვახტანგ ბერიძე
10. მამუკა თურმანიძე
11. ფრიდონ ფუტკარაძე
12. დავით ბაციკაძე
13. მარინე გვიანიძე
14. დავით თედორაძე
15. ფატი ხალვაში
16. ლაშა სირაბიძე

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა