აჭარაში 452 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა – „ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის აჭარაში მცხოვრები 452 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ სა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება რომლის მიზანს წარმოადგენს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ