აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია – ექსპორტირებულია 37 ათას ტონამდე სტანდარტული და გადამუშავდა 11 ათასი ტონაზე მეტი არასტანდარტული ციტრუსი

აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია. მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, 55 ათას ტონამდე ციტრუსი იყო მოსალოდნელი. დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია – 23 821 000 დოლარის 36 893 ტონა სტანდარტული მანდარინი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, აჭარის მთავრობის ცნობით, 3 386 471 ლარის 11 288 ტონა ციტრუსი იქნა გადამუშავებული, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ 2 822 059 ლარი შეადგინა.
„აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერებმა სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი მიიღეს.
2023-2024 წლის ციტრუსის აქტიურ სეზონზე მუშაობდა 20-მდე საწარმო, ხოლო დღეის მდგომარეობით, საექსპორტო მანდარინს 6 ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო იღებს. ასევე რეგიონს გარეთ კიდევ რამოდენიმე დამხარისხებელი პუნქტი ფუნქციონირებს.
ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…