აჭარაში ფესტივალი ART Show მიმდინარეობს

აჭარაში ფესტივალი ART Show მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული კლასიკური ლირიკის კონცერტების ციკლი სახელწოდებით “ქართული სული”. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი აჭარის დამსახურებული მხატვარი, მოქანდაკე და საპატიო ბათუმელი – ჯიმსონ გურგენიძე გახლავთ. კონცერტები გაიმართა ხელვაჩაურის, ქობულეთის და ქედის კულტურის სახლებში. მასში მონაწილეობდნენ ს ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, პედაგოგები და ასევე პროფესიონალი ვოკალისტები. შესრულდა როგორც ცნობილი და პოპულარული, ასევე მივიწყებული ქართული კლასიკური ლირიკა.
დღეს, 26 ოქტომბერს, ს ზ. ფალიაშვილის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში ეროვნული კლასიკური ლირიკის კონცერტების დასკვნითი საღამო გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი გობრონიძე, მარიამ შარაშენიძე, ერეკლე გურგენიძე და მზეო ჯიჯეიშვილი.
დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი წელს მესამედ ტარდება. საფესტივალო პროექტის “ქართული სულის” მთავარი კონცეფციაა არა მხოლოდ თანამედროვე ქართული ხელოვნების, მუსიკის და ზოგადად ხელოვანების პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა. პროფესიონალებთან ერთად ის აერთიანებს სტუდენტებსაც, სტიმულს აძლევს და გზას უკვალავს მათ და პროექტს შემოქმედებით კონცეფციას და პერსპექტივას მეტად მრავალფეროვანს ხდის .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით