აჭარაში სასწავლო – სააღმზრდელო პროცესის აღდგენა კიდევ ერთი დღით გადაიდო

აჭარაში სასწავლო – სააღმზრდელო პროცესის აღდგენა კიდევ ერთი დღით გადაიდო
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რეგიონში სასწავლო პროცესი 26 თებერვალს არ განახლდება.
“სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიდევ ერთი დღით – 26 თებერვალს, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ”, – აცხადებენ უწყებაში.
27 თებერვალს განახლდება სააღმზრდელო პროცესი ს საბავშვო ბაღებშიც.
ს ბაღების გაერთიანებაში განაცხადეს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მიიღეს. “რეგიონში არსებული გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბათუმის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი კიდევ ერთი დღით შეჩერდება და 27 თებერვლიდან განახლდება”,- განაცხადეს უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ უამინდობის გამო, ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსებს მუშაობა შეწყვეტილი აქვთ. ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს.