აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 142 მოსწავლე დაჯილდოვდა

აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში 15000 – მდე მოსწავლე მონაწილეობდა, გამოვლინდა 142 გამარჯვებული.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს გამარჯვებული მოსწავლეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და ს მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად დააჯილდოვა.
„მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები, ლეპტოპები, პლანშეტები, სმარტ საათები. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან ატარებს საგნობრივ ოლიმპიადას 6 საგანში. სამინისტრო ასევე ატარებს კონკურსს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, ლიტერატურულ მარათონს, სახვითი ხელოვნების კონკურსს და სპორტულ შეჯიბრს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე