აჭარაში ეკომიგრანტების დაფინანსება 50 000 ლარამდე იზრდება

აჭარაში ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება იზრდება. 2024 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახი 40 ათასი ლარის ნაცვლად 50 ათასი ლარის თანადაფინანსებას მიიღებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე მიიღო.
ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში ასევე, განიხილეს ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობის პროცესი. წელს არასტანდარტულ ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია გაორმაგდა.
ფერმერების ხელშეწყობისა და ნარინჯისფერი რთველის წარმატებით წარმართვის მიზნით მოქმედებს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი.
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, განკარგულების ფარგლებში ბიზნესის ხელის შემწყობი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.