აჭარაში ბინების გაყიდვების 24% რუსეთის, ხოლო 20% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის

აჭარაში უძრავი ქონების გაყიდვების 24% – რუსეთის, 20% – საქართველოს, ხოლო 6% ისრაელის მოქალაქეებზე მოდის. ამის შესახებ ინფორმაცია Galt&Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.
2024 წლის აპრილში ჩატარდა 5 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები აჭარაში აქვთ.
შედეგებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლებში დაწყებული უძრავი ქონების პროექტებში არსებული ბინებიდან მხოლოდ 20%-ია გაუყიდავი, ხოლო 2020-2021 წლებში დაწყებულ პროექტებში არსებული ბინებიდან 60% მთლიანად გაყიდულია.
აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე 2023-2024 წლებში საქართველოს მოქალაქეები მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს 24% და 6%-იანი წილები ეკავათ. გაყიდვების მეორე ნახევარი მოიცავდა მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…