,,აწი რომელიმე ქოცი ძალადობაზე რომ დაიწყებს ლაპარაკს, შეგიძლიათ ეს გადაწყვეტილება სახეზე ააფაროთ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,ხელისუფლებას მთელი პიარი ხომ იმაზე აქვს აწყობილი, რომ აი, ეს ბიჭები ძალადობდნენ, ქვებს ისროდნენ, პარლამენტს წვავდენ და ამიტომ ვასამრთლებთო.
ბრალდებაც ხომ შესაბამისი წაუყენეს: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
ჰოდა, რა მოხდა დღეს?
სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა და ახალი მუხლი მიუყენა, 226.
ეს არის ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებროც წესრიგს, ან იწვევს ხელისუფლების წარმომადგენლის მოთხოვნოსადმი აშკარა დაუმორჩილებლობას.
სადაა აქ ძალადობა? ან ქვების სროლა? ან პარლამნეტის გადაწვა? ან რამე ამის მაგვარი?
ანუ მათივე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს ბიჭები მოძალადეები კი არა, ოდენ საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევები ყოფილან.
ჰოდა, ძვირფასო კოლეგებო, აწი რომელიმე ქოცი ძალადობაზე რომ დაიწყებს ლაპარაკს, შეგიძლიათ ეს გადაწყვეტილება სახეზე ააფაროთ.“