აჩიკო მეფარიძე – დარწმუნებული ვარ, სასამართლო სწორ განაჩენს გამოიტანს და მე ვიქნები მართალი

დარწმუნებული ვარ, სასამართლო სწორ განაჩენს გამოიტანს და მე ვიქნები მართალი, – ამის შესახებ ლელა ჯუღელზე ძალადობაში ბრალდებულმა მომღერალმა, არჩილ მეფარიძე სასამართლომ პროცესზე განაცხადა.
მას შემდეგ, რაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს და რეპლიკებით ისარგებლეს, ბრალდებულმა მომღერალმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
როგორც მეფარიძემ განმარტა, ის დამნაშავე არ არის.
„ჩვენება ფიცის ქვეშ მივეცი, იმ ფიცის ქვეშ, რომლისაც მწამს. დარწმუნებული ვარ, სასამართლო სწორ განაჩენს გამოიტანს და მე ვიქნები მართალი”,- განაცხადა მეფარიძემ.
ამასთან, დღეს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ლევან ზაქრაძემ განაცხადა, დაზარალებული ჩვენებაში იტყუება.
„დაზარალებული დაზიანებული ყურის შემოჩეჩებას ცდილობდა არჩილ მეფარიძისთვის“, – განაცხადა ზაქრაძემ.
ამ წუთებში, მოსამართლე ლელა შკუბულიანი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.
ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)