აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

“„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ს საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი.
შეხვედრა უაღრესად საინტერესო, თბილი, მეგობრული და ემოციური იყო. ადამიანებთან, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქალაქის განვითარებაში, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობით ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქალაქს და უდიდეს კვალს ტოვებენ თავიანთი საქმიანობით.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე და ყურადღება გავამახვილეთ 26 ოქტომბრის ს მნიშვნელობაზე.
ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეულის აქტიური ჩართულობა, ვინაიდან, პარლამენტში ყოფნის დროს პირველ რიგში, ვიხელმძღვანელებ ჩემი ქალაქელების ინტერესებიდან გამომდინარე.
ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ 26 ოქტომბერს, უნდა ავირჩიოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შეხვედრის გამორჩეულ სტუმრებს და ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მობრძანებისთვის,” – წერს აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა