“აშშ NATO-ში დარჩება” – ტრამპის განცხადების ფონზე მაკკონელმა ალიანსში -ს წევრობა დაიცვა

აშშ-ის სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელიJ. Scott Applewhite/APაშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა და სენატის თავდაცვის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარემ, მიტჩ მაკკონელმა, დემოკრატ სენატორთან ერთად, მხარდაჭერა გამოუცხადა NATO-ში -ს წევრობას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ალიანსის დატოვებას განიხილავდა.
“NATO ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსია. ის 70 წელზე მეტხანს საფუძველს უქმნიდა აშშ-ს უსაფრთხოებას,” აღნიშნა მაკკონელმა დემოკრატ სენატორ კრის კუნსთან ერთად გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანულ გამოცემა Telegraph-თან საუბრის დროს განაცხადა, რომ ის სერიოზულად განიხილავს აშშ-ს NATO-დან გამოსვლის შესაძლებლობას.
“მე NATO არასდროს არ მიზიდავდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ქაღალდის ვეფხვი იყო, და ეს პუტინმაც იცის, სხვათა შორის,” – უთხრა ტრამპმა Telegraph-ს.
ხოლო 20 მარტს ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა NATO-ს ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო ძალის მეშვეობით ჰორმუზის სრუტის გახსნაში წვლილის შეტანაზე, და მათ “ლაჩრები” უწოდა.
“ლაჩრები” – ტრამპმა NATO-ს მოკავშირეები ჰორმუზის სრუტეში უმოქმედობის გამო გააკრიტიკა
“ალიანსში დაპირისპირებები თავად ალიანსივით ძველია.ამერიკელები უფრო უსაფრთხოდ არიან, როცა NATO ძლიერი და ერთიანია. ჩვენს ინტერესებშია, რომ ყველა მოკავშირე ამ ერთიანობას ზრუნვით მოუფრთხილდეს. აშშ NATO-ს 1949 წელს შეუერთდა, როდესაც სენატმა NATO-ს ხელშეკრულება დაამტკიცა და აშშ მასში დარჩება.” – წერენ აშშ-ს რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები, მიტჩ მაკკონელი და კრის კუნსი, ერთობლივ განცხადებაში.
მათივე თქმით, “სენატი გააგრძელებს ალიანსის მხარდაჭერას იმ მშვიდობისა და დაცულობისთვის, რომლითაც ის ამერიკას, ევროპასა და მსოფლიოს უზრუნველყოფს.”