აშშ, EU და პარტნიორი ქვეყნები საერთო განცხადებით გმობენ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და გაერთიანების პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, ერთობლივი განცხადებით დაგმეს ჩრდილოეთ კორეის მიერ სთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა.
“მკაცრად ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან ექსპორტსა და რუსეთის მიერ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისგან ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ასევე რუსეთის მხრიდან 30 დეკემბერსა და 2 იანვარს ამ რაკეტების უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას. ამგვარი იარაღის გადაცემა აძლიერებს უკრაინელი ხალხის ტანჯვას და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს”, – წერია საერთო განცხადებაში.
განცხადების ავტორი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა უხეშად არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.
“სანამ რუსეთი განაგრძობს სარაკეტო და დრონების თავდასხმას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენ ერთად ვიდგებით, რათა მხარი დავუჭიროთ ს,” – წერია განცხადებაში.
განცხადების ავტორები გაეროსა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრ სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ შემოუერთდნენ განცხადებას და დაგმონ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ