19 ქვეყნიდან მიღებული მიგრანტების გრინ-ქარდებს გადაამოწმებს

შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ხელმძღვანელმა ჯოზეფ ედლოუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის უწყებას დაავალა, ჩაატაროს „სრულმასშტაბიანი და საფუძვლიანი ხელახალი შემოწმება ყოველი გრინ-ქარდის, ყოველი უცხოელისა, ყოველი შემაშფოთებელი ქვეყნიდან“.
კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნები იგულისხმება, ედლოუმ მიუთითა ტრამპის 2025 წლის ივნისის განკარგულებაზე, რომლითაც -ში შესვლა 12 ქვეყნის (ავღანეთი, ჰაიტი, ირანი, ლიბია, იემენი, სომალი, სუდანი და სხვა) მოქალაქეებისთვის აიკრძალა და შეზღუდვები დაუწესდა კიდევ 7 ქვეყნის (მათ შორის ტოგო, თურქმენეთი, კუბა, ვენესუელა) მოქალაქეებს.
სხვა დეტალები ედლოუს არ გაუზიარებია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა