აშშ 1-ელი აგვისტოდან ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს

აშშ 1-ელი აგვისტოდან ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს, – ამის შესახებ წერია -ის 47-ე პრეზიდენტის, ს მიერ ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებისთვის გაგზავნილ წერილებში.
ტრამპმა ეს წერილები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ კიდევ უფრო გაზრდის ტარიფებს თუ ევროკავშირი ან მექსიკა მის ნაბიჯს კონტრზომებით უპასუხებენ.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ წერილის გაგზავნა, რადგან ის აჩვენებს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების სიძლიერეს, ერთგულებას და იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დათანხმდა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო დეფიციტი გვაქვს. ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების განსახილველად წლები გვქონდა და დავასკვენით, რომ უნდა გავთავისუფლდეთ ამ გრძელვადიანი, დიდი და მუდმივი სავაჭრო დეფიციტისგან, რომელიც გამოწვეულია თქვენი ტარიფებითა და სავაჭრო ბარიერებით. სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობა შორს არის ორმხრივისგან. 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან, ევროკავშირს დავუწესებთ მხოლოდ 30%-იან ტარიფს შეერთებულ შტატებში გაგზავნილ პროდუქტებზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 30%-ი გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც საჭიროა ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. მოგეხსენებათ, ტარიფი არ დაწესდება, თუ ევროკავშირი ან ევროკავშირის კომპანიები გადაწყვეტენ პროდუქტის შეერთებულ შტატებში აწყობას ან წარმოებას და, ფაქტობრივად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სწრაფად, პროფესიონალურად და რუტინულად მივიღოთ თანხმობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენიმე კვირაში“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის მიერ სთვის გაგზავნილ წერილში.
ამასთან, დონალდ ტრამპი წერილში წერს, რომ ევროკავშირი თუ გადაწყვეტს საპასუხო ზომების მიღებას, რა რაოდენობითაც გაზრდის ტარიფს, ის რაოდენობა დაემატება დაწესებულ 30%-ს.
„მოუთმენლად ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას მომავალი წლების განმავლობაში. თუ გსურთ გახსნათ თქვენი აქამდე დახურული სავაჭრო ბაზრები შეერთებული შტატებისთვის და გააუქმოთ თქვენი სატარიფო პოლიტიკა და სავაჭრო ბარიერები, შესაძლოა, განვიხილოთ ამ წერილის კორექტირება. ეს ტარიფები შეიძლება, შეიცვალოს, გაიზარდოს ან დაიკლოს, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე. თქვენ არასდროს დარჩებით იმედგაცრუებული ამერიკის შეერთებული შტატებით“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი 30%-ან ტარიფებს მექსიკასაც უწესებს.
„მექსიკამ ჯერ კიდევ ვერ შეაჩერა კარტელები, რომლებიც ცდილობენ მთელი ჩრდილოეთ ამერიკა ნარკოტრეფიკინგის სათამაშო მოედანად აქციონ. ცხადია, ამის დაშვება არ შემიძლია!“, – ვკითხულობთ ტრამპის წერილში, რომელიც მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის გაეგზავნა.