აშშ: ჰუსიტების რაკეტა ჩამოვაგდეთ, რომელიც ამერიკული სამხედრო გემის მიმართულებით ისროლეს

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობის ინფორმაციით, ჰოდეიდას სანაპიროსთან ჰუსიტების ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც ამერიკული სამხედრო გემის მიმართულებით იყო ნასროლი. ამის შესახებ -ს შეიარაღებული ძალების სარდლობა X-ზე წერს.
“გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ტერიტორიიდან იყო ნასროლი USS Laboon-ის (DDG 58) მიმართულებით, რომელიც წითელი ზღვის სამხრეთში მოქმედებდა”. – წერს აშშ-ს ცენტრალური სარდლობა.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ასევე წერს, რომ დაზიანებები არ დაფიქსირებულა.
12 იანვარს აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.
ამასთან, იემენში ჰუსიტების ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომაზე ს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ჰუსიტებზე მოკავშირეების იერიში დაგმო და “სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიად” მოიხსენია.