ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს, რომელიც მათ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დააკავშირებს

აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს, რომელიც მათ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დააკავშირებს.
ამის თაობაზე შეერთებული შტატებისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის (ყაზახეთი, , ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) მთავრობების ერთობლივ განცხადებას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ აღნიშნულია, რომ აშშ და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა (მოხსენიებული როგორც “C5+1 ქვეყნები”) შეთანხმდნენ “ტრანსკასპირიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” განვითარებაზე, რომელის დაკავშირებაც TRIPP-თან (“ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”) იგეგმება, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს.
“[ვაპირებთ] მიწოდების ჯაჭვის დაკავშირებულობისა და სიმყარის გაძლიერებას ტრანსკასპიური სავაჭრო გზის (იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტი) გაძლიერებითა და მისი “ტრამპის მარშრუტთან საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP) დაკავშირებით, რათა უზრუნველვყოთ ტვირთების, ინფორმაციისა და ენერგეტიკის მოძრაობის უსაფრთხოება C5+1 ქვეყნებისა და მსოფლიოს სასარგებლოდ;
[ვაპირებთ] ჰარმონიზებული, გამჭვირვალე საბაჟო რეჟიმებისკენ მისწრაფების გაგრძელებას;
[ვაპირებთ] C5+1 ქვეყნებს შორის საავიაციო დაკავშირებულობის გაფართოებას, რათა ხელის შევუწყოთ უფრო დიდ კომერციულ და კულტურულ კავშირებს;
[ვაპირებთ] კომერციული კავშირების გამყარებას და სამუშაო ძალის პროფესიონალიზაციის მხარდაჭერას საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტექნოლოგიების, მოპოვებისა, და სხვა დიდი ზრდის მქონე სექტორებში წვრთნას,” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.